ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ბიზნესმენ ნიკა ნაყოფიასა და ქალიშვილ აივისთან ერთად მთებში ისვენებს. მოდელი აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც დათოვლილი ბუნება ჩანს, ასევე სასტუმრო, სადაც ის ისვენებს და საცურაო აუზი შენობის შიგნით და მის გარეთ. გარეთ მდებარე აუზი მოქმედია და ის ცხელი წყლით ფუნქციონირებს. თოვლში გასულ ხალათმოსხმულ სტუმრებს, თავისუფლად შეუძლიათ, გარე აუზში ნებივრობით დატკბნენ. ნანუკაც სწორედ ასე მოიქცა და ამის ამსახველი ვიდეოც გაუზიარა „ინსტაგრამის“ გამომწერებს.