LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს, ვიქტორიას

73723
BeFunky-collage (9)

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე, რამდენიმე დღის წინ, დედა გახდა. იმავე დღეს, მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საზოგადოებას გოგონას სახელიც გაუმხილა და სამშობიაროდან არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელა.

მოდელსა და ცნობილ ბიზნესმენს დავით კოდუას პირველ საერთო შვილს ვიქტორია ჰქვია.

ალექსანდრამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა.

ცოტა ხნის წინ, მან ახალი კადრები გაავრცელა, სადაც კლინიკაში გატარებული რამდენიმე დღეა აღბეჭდილი.

ამასთან, როგორც ალექსანდრას “ინსტაგრამ” გვერდიდან ირკვევა, ვიქტორია უკვე გაწერეს და როგორც ჩანს, პატარას სახლში ფერადი ბუშტებით გრანდიოზული დახვედრაც მოუწყვეს.

ცნობისთვის, მოდელმა დათო კოდუას ურთიერთობის შესახებ ამბავი რამდენიმე კვირის წინ საზოგადებას თავად ამცნო.

“აი, ვინმე დაიჯერებს, რომ შეიძლება ეს ადამიანი არ გიყვარდეს უზომოდ?” – რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

კოდუა პირველ მეუღლეს დაშორდა და აპირებს, რომ თავისი ცხოვრება ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშიროს. ალექსანდრამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებენ.

ალექსანდრა პაიჭაძემ დათო კოდუასგან ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები