ფოთში 24 წლის ახალგაზრდას ეძებენ. ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ახლობლების ინფორმაციით, მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ახალგაზრდა მამაკაცი გოგა თავბერიძეა.
ამ დროისათვის, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები. შსს-მ კი, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.