LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში დააკავეს დედა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა

367
პოლიც

ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა დააკავეს. ქალმა აღიარებითი ჩვენება მისცა და ის ამ წუთებში განყოფილებაში იკითხება.

მომხდარზე დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-თან ცდილობს.

ცნობისთვის, ახალშობილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

ფოთში საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში, ახალშობილის ცხედარი იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g