LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაისინჯება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – სასამართო პროცესი დღეს გაიმართება

328
მელია
გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და გადაისინჯება თუ არა აღკვეთის ღონისძიება, – დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ადვოკატი პროგნოზს ვერ აკეთებს, თუ რა შედეგით დასრულდება საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს მოიცავს.

გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობისთვის ვადა 17 აპრილამდე აქვს.

შეგახსნებთ, რომ გირაოს არგადახდის გამო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მისი აყვანა რამდენიმე დღეში ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან მოხდა.

magti 5g