LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაუდებლად გვჭირდება კორონავირუსზე ყველასათვის ხელმისაწვდომი, ლაბორატორიული კვლევები“ – ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

1602
giorgi-kandelaki-hlth

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავზობთ:

„გადაუდებლად გვჭირდება კორონავირუსზე ყველასათვის ხელმისაწვდომი, ლაბორატორიული კვლევები. კომერციულმა ლაბორატორიება უნდა დაიწყონ კვლევების კეთება და უნდა მოხდეს კლინიკური გამოყენების კუთხით კვლევების დეცენტრალიზაცია. ბოლო 5 დღის განმავლობაში მოგვმართა სამმა პოტენციურად საეჭვო პაციენტმა. ერთმა ამბულატორიულად, ორმა ტელეფონით. სიმპტომები – მაღალი ცხელება და ხველა, ერთ მათაგანს ატიპიური პნევმონიის სურათი ტომოგრამაზე (დაბურული მინის ტიპის ინფილტრაცია) მიუხედავად ერთკვირიანი ანტიბაქტერიული მკურნალობისა. არც ერთს არ ჰქონდა კონტაქტი ცნობილ კორონავირუსთან და არც საზღვარგარეთ უმგზავრია. ერთერთმა სცადა ტესტის ჩატარება, მაგრამ რადგან ცნობილი რისკ ფაქტორები (კონტაქტი და მგზავრობა არ ჰქონდა, უარი ეთქვა ტესტირებაზე).“

 

ფოტო: vidal.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები