LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით, 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც ლოს-ანჯელესში თანამედროვე ტექნოლოგიებზე შოუს იწყებს

363
BeFunky-collage (4)

8 წლის ქართველი ბიჭი, პეტრე იმედაშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესში თანამედროვე ტექნოლოგიებზე Youtube შოუს იწყებს. 

პატარა ტექ რევიუერი ცნობილი ქართველი რეჟისორის – დავით იმედაშვილის და ტელეწამყვანის – ანნა იმედაშვილის შვილია.

როგორც the diary წერს, ახალი ტექნოლოგიური არხი – The Tech Playground  Youtube-ზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, შოუს The Tech Playground ერქმევა . Youtube მაყურებელი კი  პეტრესგან თანამედროვე გაჯეტების შესახებ ყველაზე გულწრფელ და განსხვავებულ შეფასებას ყოველ ოთხშაბათს მოისმენს.

The Tech Playground ამერიკული კომპანიის – Gravity Umbrella-ის ერთ-ერთი პირველი პროდუქტია. საერთაშორისო ბრენდის სახელის ქვეშ ფროდაქშენ სტუდია, კრეატიული სააგენტო და კიდევ არა ერთი მიმართულებაა გაერთიანებული.

უკვე გავრცელდა გადაცემის პირველი პრომო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები