LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარჯვების შემდეგ ჩვენ ყველაფერს სწრაფად გავაკეთებთ და უკრაინა ადრინდელზე უფრო ლამაზი იქნება – ვოლოდიმირ ზელენსკი

84
befunky-collage-7-1-2022-05-02_11-29-25_504484

„დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ყველაფერს სწრაფად გავაკეთებთ და უკრაინა ადრინდელზე უფრო ლამაზი იქნება,” – ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა The Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ დირექტორთა სამიტზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, დაახლოებით, 600 მლრდ დოლარი დასჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი უცხოურ კომპანიებს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს ჰპირდება.

შეგახსენებთ, მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის აღსადგენად, შესაძლოა, სანქციების შედეგად გაყინული რუსეთის ბანკის უცხოური რეზერვები გამოიყენონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები