LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცხადდება თუ არა საქართველოში “ლოქდაუნი” – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაცია

6082
tengizi

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თვლის, რომ საქართველოში “ლოქდაუნის” გამოცხადების გარეშე გამოწვევები გაიზრდება.

საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს, – ამბობს ცერცვაძე.

კოვიდ19-ით დაინფიცირებულ ყოველ მეხუთე პაციენტს ფსიქიკური პრობლები გამოუვლინდა - ოქსფორდის კვლევა

კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ პაციენტებში ფსიქიკური აშლილობის და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტები გაიზარდა

მან სხვა ქვეყნების მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ევროპაში ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა.

“ძალიან კარგი, საქართველომ რომ თქვა „ლოქდაუნზე“ უარი და გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. „ლოქდაუნით“ ეს შედარებით იოლად იქნებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა „ლოქდაუნი“ და 4000-მდე დაიყვანა შემთხვევები. საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“ უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g