LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძალვის ფაქტზე მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

113
1453276226 (1)

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – მ.დ. დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები