LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება კომპიუტერის პაროლს ვერ ადგენს: თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთვება

1045
BeFunky-collage (4)

ხმაური იყო გვიან ღამით ფონიჭალაში. დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა მეზობლებთან ერთად გზა გადაკეტა. ისინი ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში დამხმარე ძალის ჩართვას მოითხოვენ.

ასევე, ოჯახი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანო არასათანადოდ მუშაობს. მათივე განცხადებით, სამართალდამცველები მათ ინფორმაციას სრულად არ აწვდიან.

„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო“-თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და მეზობლების მიერ გამართულ აქციაზე საქმის გამომძიებელი მივიდა.

გოგონას დედა დაინტერესდა, რატომ არ ამოიღო დროულად გამოძიებამ მისი შვილის კომპიუტერი.

“მე ვიცი, რომ იქ მივიდა ფურგონი მანქანა, გაირკვა ვინ იყვნენ? კომპიუტერი რატომ არ გახსენით?“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

გამომძიებლის თქმით, ფურგონთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა.

“კომპიუტერი არის “ეფლის”, რომელსაც ადევს პაროლი, გკითხეთ, არ იცოდით, ვმუშაობთ ამაზეც”, – განუცხადა გამომძიებელმა გოგონას დედას.

აქცია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, პოლიციამ ერთი პირი ტერიტორიას გაარიდა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი უკვე მეხუთე დღეა დაკარგულია. მის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები