LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამყრელიძემ” ჯიგრულ პონტში” ახლობლებს კარანტინი აარიდა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

1303
amiran

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც კარანტინს რამდენიმე დღეში დატოვებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს ადანაშაულებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „თუ ადამიანს აქვს შემოსავალი, რატომ აფინანსებს გაღატაკებული ქვეყნის ბიუჯეტი მის ორკვირიან ხარჯს კარგ სასტუმროში?“

ტელეწამყვანის მტკიცებით, გამყრელიძემ ჯიგრულ პონტში ახლობლის შვილს და მის მთელ ოჯახს კარანტინი აარიდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა.

„მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში კარანტინი არაა და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არც გერმანია და არც საფრანგეთი, საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტიდან კარანტინს არ აფინანსებდა. მაშინ, როცა, საფრანგეთმა და გერმანიამ ვერ გამონახა ამისთვის ფინანსები, საქართველო ე.წ. ქვეყნის ბიუჯეტში ამ დრომდე ნახულობს იმის ფულს, რომ კარანტინის ხარჯები იხადოს. 

ერთის მხრივ ამბობენ, რომ სასტუმროების სუბსიდირებას ახდენენ. და, რა თქმა უნდა, ეს კარგია. არავინ არაა ამის წინააღმდეგი. მაგრამ როგორც ცნობილია, ჩატარდა კვლევები და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ ამ სასტუმროს მფლობელები. მაგრამ რის ხარჯზე ხდება ადამიანების კარანტინში განთავსება? ქვეყანა, სადაც 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, თქვენს და მათ შორის ჩემს ფულს ხარჯავს“, – ამბობს ტელეწამყვანი.

ჟურნალისტი ამბობს, რომ უხერხულად გრძნობს თავს, რომ კარანტინში სახელმწიფოს ხარჯზეა და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიწერა.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ახერხებენ, კარანტინისთვის თავის არიდებას. კეთდება ვითომ სამუშაო ვიზა, რომლის წყალობით კარანტინისთვის გვერდის ავლა ხდება. ჩავიდნენ მოსკოვში, ქორწილი მოიარეს, ჩამოვიდნენ და გაიკეთეს ტესტირება და კარანტინს გვერდი აუარეს“, – აცხადებს ჟურნალისტი. 

ნანუკა ჟორჟოლიანი ვერ ასახელებს, ვინ იყო ეს ოჯახი, რადგან მისი თქმით, ნაცნობები და ახლობლები არიან.

ვიდეო: ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინშია

ჟურნალისტი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს და ჯანდაცვის სამინისტროსაც აცნობა მომხდარის შესახებ  და მათ კი მომხდარზე აღშფოთება გამოხატეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები