LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავესაუბრები და შემდეგ მოგახსენებთ” – ადვოკატი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როგორია სააკაშვილის პოზიცია თავისუფლების პირობებში მკურნალობაზე

159
1

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, თუ როგორია სააკაშვილის პოზიცია – თავისუფლების პირობებში მკურნალობაზე.

გიორგი გელხაურის თქმით, ამის პრეცედენტები ყოფილა და ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობაც და ნებართვაც საჭირო იქნება:

“აუცილებლად მოგახსენებთ ამაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან გავივლი კონსულტაციებს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, ამ ეტაპზე მისი პოზიცია როგორია, გავესაუბრები და შემდეგ მოგახსენებთ. პრეცედენტები ყოფილა. ალბათ, ამასთან დაკავშირებით თანხმობაც და ნებართვაც სჭირდება.

სტრასბურგის სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი და აბსოლუტურად ყველა იმ დარღვევაზე მოვახდენთ აპელირებას, რომელიც მის მიმართ განხორციელდა. დღემდე ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილმა, რომ მისულიყო სასამართლოში და მისი პოზიცია დაეფიქსირებინა, მას დაცვის უფლება წაართვეს. ეს არის დიდი დარღვევა.” – განაცხადა გელხაურმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის რეაბილიტაცია გაგრძელდეს ყველა იმ რეკომენდაციით, რაც ექიმებს აქვთ.

გიული ალასანია შვილზე: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g