LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზპრომბანკის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა სავარაუდოდ, ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

257
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (3)

„გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მისი მეუღლე და შვილი მოსკოვში გარდაცვლილები იპოვეს – 51 წლის ვლადისლავ ავაევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ცხედარი მოსკოვში, უნივერსიტეტის გამზირზე მდებარე ბინაში გარდაცვლილები ნახეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, ავაევმა ჯერ ცოლ- შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მის ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციას ოჯახის ახლობლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი კარი შიგნიდან დახვდათ ჩაკეტილი. გამომძიებლებს ბინაში სხვა პირის კვალი არ აღმოუჩენიათ, შესაბამისად ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.

მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავაევების ოჯახის წევრების ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ავაევებთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ მას არავინ პასუხობდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ადგილზე მისულ პოლიციას ბინაში არეულობა დახვდა – რუსული მედიის ცნობით, ბინაში სხვადასხვა ნივთები მიმოფანტული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები