LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგმიურ ოპერაციებს სახელმწიფო მარტამდე აღარ დააფინანსებს

94
op

ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა მთავრობამ 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეაჩერა. ამასთან 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცლები კი მოქმედია ვადის ამოწურვამდე.

ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 19 ნოემბერს შევიდა.

„კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა.

ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ცვლილება 20 ნოემბერს ამოქმედდა და ის 2020 წლის 10 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.

ცვლილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g