“იმედის” გადაცემა “სვოტ ანალიზის” ავტორმა ნიკა ლალიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს გადაცემის ბოლოს, ჯორჯ ორუელის წიგნი “1984” აჩუქა.
“აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება?! მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს…აი გეგონება რომ გუშინ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერაო”,-ამბობს ბიძინა ივანიშვილი ლალიაშვილის ნაჩუქარ წიგნზე.
გადაცემის სტუმრებისთვის სხვადასხვა წიგნის ჩუქება “სვოტ ანალიზის” ერთგვარი ტრადიციაა, მაგალითად, სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს ლალიაშვილმა მიშელ უელბეკის “მორჩილება” აჩუქა.