LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელ ტურისტს, თბილისის ბარში, 1 ბოთლ ლუდში 1000 ლარი გადაახდევინეს

383
ლუდის ბარი

თბილისში, ერთ-ერთ ბარში გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტს ერთ ბოთლ ლუდში 273 ევრო გადაახდევინეს, ერთადერთი 50-ლარიანი კი, რაც ჯიბეში ედო, წაართვეს – ამის შესახებ ისტორიას სოციალურ ქსელში ტურისტის ქართველი მეგობარი ავრცელებს.

მისი თქმით, გერმანიიდან მაქსი საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა, საღამოს ლუდის დასალევად ბარ „The world is yours“-ში წავიდა, შეუკვეთა ერთი ლუდი, თუმცა ბარმენმა გოგოს დაუძახა, რომელმაც შამპანური აიღო. საბოლოოდ, ტურისტს 950 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

„ჩემი გერმანელი მეგობარი, უსაყვარლესი და უკარგესი ბიჭი, მაქსი, არის ჩამოსული დასასვენებლად, გუშინ საღამოს მარტო გავიდა ლუდის დასალევად, შევიდა ბარში სახელად „the world is yours“ სამყარო შენია, სადაც შეუკვეთა ერთი ლუდი, თუმცა როგორც ხშირად მომხდარა მეპატრონემ თუ ბარმენმა, თვითონაც ვერ გაიგო ვინ იყო, დაუძახა ერთ-ერთ გოგოს, რომელმაც შეუკვეთა შამპანური, ალბათ გეცნობათ ეს სიტუაცია, გამოსვლისას მოუტანეს ჩეკი, სადაც ლუდს 950 ლარი ეწერა, როცა რეალურად 15 ლარი ღირდა, ასევე ქვითარში იყო შამპანური, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეუკვეთავს.

როცა 15 ლარის გადახდა და გასვლა მოინდომა, გაბრაზდა ის ტიპი, სხვა ოთახში „გაიყვანა“ და მოსთხოვა ფული, მაქსსაც შეეშინდა, არ იცოდა რა ექნა, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია და სულ მარტო იყო, ამიტომ 273 ევრო თავისი გერმანული ბარათით გადაახდევინეს (950 ლარი) ასევე ერთადერთი 50 ლარი რაც ჯიბეში ედო ისიც წაართვეს, სამწუხაროდ“, – წერს თამარ ზაკალაშვილი.

მისი თქმით, „გესთჰაუსში“ დაბრუნების შემდეგ, ბიჭმა პოლიცია გამოიძახა და დღეს განყოფილებაში დაიბარეს. ბარზე მსგავსი შინაარსის ისტორია კი მედიაში მანამდეც გავრცელებულა.

„ეს ბარი დღემდე მუშაობს და არც დაკეტავენ ალბათ, რადგან ვიღაცას აწყობს ან ვიღაც მფარველობს მსგავსი ტიპის ადგილებს, რამდენიმე გოგოსგანაც გამიგია, რომ მუშაობდნენ მსგავს ადგილას რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი!

სიმართლე რომ გითხრათ, მედარდება მხოლოდ მაქსის ფული, რომლითაც უნდა ყოფილიყო აქ 4 თებერვლამდე, თან ძალიანაა საქართველოზე შეყვარებული, ისე კარგად ვატარებდით დროს, კიდევ ჰქონდა დაგეგმილი აქ ჩამოსვლა და უაღრესად მტკივა გული იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა, თორემ მსგავს ადგილებს რომ არ დაკეტავენ და პირიქით, უფრო მეტი ასეთი ამბები ხდება, კი ვხედავთ ყველა..“ – წერს თამარი ზაკალაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g