LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი: საქართველო სასაზღვრო კონტროლს კიდევ ოთხ ქვეყანასთან ამკაცრებს

759
health1

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო კონტროლი კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მკაცრდება. გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვები, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ეხება, უკვე არსებულ სიას დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი. პრემიერმა დღევანდელ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ მკაცრად შემოწმდებიან ყველა ის მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნული ქვეყნებიდან შემოვლენ.

“ჩვენს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი. ეს ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მან საზღვარზე უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის შესაბამისი ცნობა, რომ არ აქვს კორონავირუსი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა ასევე ისაუბრეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. სხდომის ხელმძღვანელის თქმით, ასეთი მთავარი გამოწვევა ამ დროისათვის არის “თვითიზოლაციის წესების დაცვა”. პრემიერ მინისტრმა გასცა განკარგულება, რომ შსს-მ საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს ჯანდაცვის სამინისტროს.

სწავლის დაწყება 13 აპრილამდე გადაიდო, გადაიდო ჯარში გაწვევებიც

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g