გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანის განცხადებით, გერმანიაში მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა სექტემბერში ექნებათ. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც იენს შპანმა თქვა, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის საშუალება პირველ ეტაპზე, ხანდაზმულებსა და მაღალი რისკის მატარებელ სხვა პირებს მიეცემათ.
მობილური ვაქცინაციის ჯგუფები მოხუცთა თავშესაფრებში ივლიან და ბენეფიციარებს „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებს შესთავაზებენ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვაქცინით ჩაუტარდათ მათ ვაქცინაცია მანამდე.
გარდა ამისა, ვაქცინაცია სექტემბრიდან უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება 12-17 წლის ასაკის პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მარეგულირებლის რეკომენდაციით, ამჟამად ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში იმ პირებს უტარდებათ, რომლებსაც თანმხლები დაავადება აქვთ, ან ცხოვრობენ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მაღალი რისკის მატარებლები არიან.