LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოძისში იმყოფებოდა

116
Capture

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დღეს ოძისის რაიონში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე იმყოფებოდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა, რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ.

„მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას თუ რა უარყოფით გავლენას ახდენენ „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებები და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. კარაბალისმა განმარტა, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის დამდეგ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს “სამხრეთ ოსეთთან” ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივად ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.

გერმანიას ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, მისიაში მომუშავე გერმანიის 28 მოქალაქის სახით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები