LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღალატს ჩადიან, უნდათ ხალხის გარეშე, ქურდულად მიიღონ ეს კანონი – ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც“ – პაატა მანჯგალაძე

132
პაატა მანჯგალაძე

„ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ პარლამენტში.

ამის შესახებ მანჯგალაძემ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ეშინიათ.

ვიდეო: „არა ამ ქვეყნის გარუსებას‼️ სულ რაღაც 15 წუთში შეიკრიბა ხალხი! დაწერეთ, შეატყობინეთ სხვებს და ახლავე მოდით პარლამენტთან ‼️“

„ლელოს“ ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ და „აგენტების კანონის“ მიღება გააპროტესტონ:

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლებაში „ქურდულად, ხალხის ზურგს უკან აპირებენ მიიღონ კანონი, ამიტომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს პარლამენტთან.“

„არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად“, „უცხო სუბიექტებად“ და „გამყიდველებად“, „გამყიდველები“ იქნებით თქვენ!“ – ნინო ლომჯარია

„კარგად იციან, რომ ღალატს ჩადიან, ამიტომ უნდათ ხალხის გარეშე ქურდულად მიიღონ ეს კანონი. ამიტომ ყველანი პარლამენტთან, ვერ უნდა გაბედოს „ქართულმა ოცნებამ“ თქვენს ზურგს უკან გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც.“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიდეო: „მოღალატე შენა ხარ..“ – მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაგინა

magti 5g