ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ, გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა – თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას.
„50 წლის ვარ, ნახევარი საუკუნის..
წონის მატებისკენ მიდრეკილება არ მქონია არასდროს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ 52-53 კილოგრამი შევინარჩუნო.
ღამის 2 საათიც რომ იყოს, მე ვივარჯიშებ და ისე დავწვები..
მიყვარს ჩაცმა, ჩემს ნულ ზომა ტანსაცმელში რომ არ ჩავეტიო, შეიძლება გული გამისკდეს..
საკვებსა და ტანსაცმელს შორის, ყოველთვის ავირჩევ ტანსაცმელს.. არ გამირისკავს არასდროს ისე, რომ წონაში მომემატებინა,“ – ამბობს ნადირაძე.