LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის კლუბები ისევ იხურება : „სავარაუდოდ თებერვლიდან გავიხსნებით, დაიშვებიან ორჯერადად აცრილები PCR ტესტით“

167
5162d8-5721e5885c0d47338e8d17af1b11e704-mv2

მომავალი 2 კვირის განმავლობაში, ღამის კლუბების საქმიანობა ისევ იზღუდება, – ამის შესახებ „ფორტუნას“  ღამის კლუბების გაერთიანების ACT4CULTURE-ის ხელმძღვანელმა დავით ლეჟავამ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკლუბო ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ესწრებოდნენ.

როგორც ლეჟავა განმარტავს, შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა მომავალი 2 კვირის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შეჩერება იყო.

“შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც საბუთდება “ომიკრონის” შტამის ძალიან სწრაფი გავრცელებით. მთავრობამ გვთხოვა, რომ შეგვეჩერებინა აქტივობა ამ ორი კვირის განმავლობაში. ამის პარალელურად დაანონსეს საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც დააორგანიზდება ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით. კლუბების მუშაობის საკითხი ყოველკვირეულ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით გადაიხედება”, – აცხადებს კლუბების გაერთიანების ხელძღვანელი.

რაც შეეხება სავარაუდო გახსნის თარიღს, დავით ლეჟავა ამბობს, რომ საკლუბო ბიზნესი საქმიანობას, დიდი ალბათობით, თებერვლის დასაწყისიდან განაახლებს, თუმცა, სტუმრების დაშვება გამკაცრდება. კლუბში შესასვლელად საჭირო იქნება, რომ პირი იყოს ორჯერადად ვაქცინირებული და თან, გაკეთებული ჰქონდეს PCR ტესტიც და წარადგინოს ამ ტესტის ნეგატიური პასუხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები