LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „ამერიკის შესახებ რაიმე აუგი არასდროს მითქვამს, პირიქით, ძალიან მიყვარს ამერიკა“

161
Untitled design

„ჩემი გადაწყვეტილებით, ათასზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან საუკეთესო უნივერსიტეტებში, სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან. მე არც ჩემი შვილის და არც ჩემი ოჯახის წევრისთვის, არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან, ეს არის მთავარი განსხვავება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს დავალიანებები გაუნულდება

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, რომ განათლების აშშ-ში მიღება ცუდია და შვილები არ უნდა გააგზავნონ:

„ამერიკის შესახებ რაიმე აუგი არასდროს მითქვამს. პირიქით, ძალიან მიყვარს ამერიკა, პოლიტიკამდეც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი ამერიკაში, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკელ ხალხს. ამერიკის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა და მოწვევა მიიღო ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესსკოლიდან. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა, თუ განათლება ცუდია და შვილები არ უნდა გააგზავნონ.

იმ ადამიანებს მინდა ვუპასუხო, ვინც თქვა, რომ ძალიან ბევრს სტუდენტს დავალიანება არ აქვს ჩამოწერილი, ვერ იხდის სწავლის საფასურს და ამ დროს პრემიერის შვილი ამერიკაში სწავლობსო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g