LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

102
BeFunky-collage (3)

„ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახალხან ჩემი შუამავლობით და შეერთებული შტატების თანადგომით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. აქვე ვაცხადებ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის წარმატების დასტურია ის, რომ იზრდება საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც ქვეყნის განვითარებაში, ასევე საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზიციაში.

ჩვენი პრიორიტეტია საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამასთან, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად ვახორციელებთ დიასპორაში შემოქმედებითი ჯგუფებისა თუ ახალგაზრდობის მხარდაჭერას, ქართული ენის სწავლებას, კულტურის კერებისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა“,-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს დიალოგი თურქეთთან ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g