LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ფაილების ავთენტურობის დადგენისთანავე უნდა გადადგნენ – ჯაფარიძე

121
1

“როდესაც ქვეყანაში უკანონო მოსმენები ხორციელდება, ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს”, – აცხადებს “პარტია” ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და ამბობს, რომ ფაილების ავთენტურობის დადგენისთანავე, თანამდებობიდან უნდა გადადგეს როგორც სუს-ის უფროსი – გრიგოლი ლილუაშვილი, ასევე მთავრობის ხელმძღვანელი – ირაკლი ღარიბაშვილი. 

“დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში, რა თქმა უნდა, ეს უკვე კარგა ხნის გამოძიებული იქნებოდა. რა თქმა უნდა, ფაილების ავთენტურობის დადგენისთანავე უნდა გადადგეს სუს-ს უფროსი და მთავრობის ხელმძღვანელი.

მინდა შეგახსენოთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი გადადგა, როდესაც უკანონო მოსმენები იქნა დადგენილი, შესაბამისად, როდესაც უკანონო მოსმენები ხორციელდება ქვეყანაში ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობის ხელმძღვანელმა. ასე ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში და, რა თქმა უნდა, იმ კონკრეტული სამსახურის უფროსმა, რომლის მეშვეობითაც ეს უკანონო მოსმენები და მიყურადება ხორციელდებოდა.” – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადებისა და მოსმენის ამსახველი ფაილები გავრცელდა. ჩანაწერები მოიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, მათთან დაკავშირებულ პირებზე. ჩანაწერების მიხედვით, ასევე უსმენდნენ ჟურნალისტებსაც.

magti 5g