LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: “ომიკრონის” შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს – მე ვარ მაგალითი

167
252558958-0-0-1500-844-1920x0-80-0-0-fc1d6fb7e80b21349ca032bdd26af462

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ გაუქმდა ქვეყანაში ე.წ. მწვანე პასპორტები.

„დაიწყეს უსაფუძვლო სპეკულირება, რატომ გავაუქმეთ ე.წ. მწვანე პასპორტები. ჩვენ რა თქმა უნდა, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც.

ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით ჩვენ აღარ ჩავთვალეთ  მიზანშეწონილად აღნიშნული პასპორტების მუშაობა და რატომ?

ძალიან მარტივია, აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ“, – განმარტა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა.

„თავდაპირველად ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ვაქცინაციის წახალისება და მოგეხსენებათ, რომ „დელტა შტამის შემთხვევაშიც და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.

ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება „ომიკრონი“.

მაგალითად, მე ვარ მაგალითი. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი „ფაიზერით“ აცრილი, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს,  აღნიშნული ვირუსი. მე მქონია სხვა ვირუსი და ოთხჯერ და ხუთჯერ რთულად გადამიტანია. ამიტომ რა თქმა უნდა, მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ. ჩავთვალეთ საჭიროდ  გაუქმება.

მეორეს მხრივ ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც აქვს ქრონიკული სხვა დაავადებები. რომ არ გაურთულდეთ ეს ვირუსი.

სხვა დანარჩენი არის კონტროლის ქვეშ. ყველა ქვეყანამ გახსნა და შეზღუდვებზე აღარავინ ფიქრობს.

პირიქით ჩვენ ერთის მხრივ უნდა ვმართოთ და კონტროლი გვქონდეს ვირუსის და მეორეს მხრივ ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას“. – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g