პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა
ღარიბაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ სხვადასხვა სფეროში მასთან თანამშრომლობას ელის:
„რიში სუნაკს ვულოცავ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა ურთიერთობებმა ბოლო წლებში მაქსიმუმს მიაღწია.
გისურვებთ წარმატებებს და ველი თანამშრომლობას ჩვენი საერთო ინტერესის ყველა შესაძლო სფეროში“, – აღნიშნავს პრემიერი „ტვიტში“.
შეგახსენებთ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა.
წელს ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ აირჩიეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა.
სუნაკთან ერთად კი პრემიერობისთვის პენი მორდონტიც იბრძოდა, თუმცა მან ბოლო მომენტში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარი სუნაკს დაუჭირა.
Congratulations @RishiSunak on becoming the Prime Minister of ??. Relations between our countries had reached its all time high in recent years. I wish you all the success & looking forward to our cooperation in all possible areas of mutual interest.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 25, 2022