LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს

92
6094e78e04c9e

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

“როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ექსპრეზიდენტი მისმა ადვოკატებმა მოინახულეს. შეხვედრიდან გამოსულმა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.

“ის თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, თუმცა, ვინაიდან ეს გახდა სალაპარაკო და განსჯის საგანი, ამაზეც უარი განაცხადა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

სააკაშვილის ადოკატის განმარტებით, თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა

ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ – სააკაშვილის მორიგი წერილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g