LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, “ნაციონალურ მოძრაობაში” შფოთავენ

543
1

რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ჩამოსვლა დაგეგმა? – ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს.

პრემიერი საზოგადოებაში სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიას განიხილავს და აქვე აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

როგორც ღარიბაშვილი მიმართვაში წერს, “ნაციონალურ მოძრაობაში” მათი ლიდერის მძიმე მდგომარეობაზე შფოთავენ და ციხიდან გაყვანას ითხოვენ:

“მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ.” – აღნიშნულია ღარიბაშვილის ღია წერილში.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, უკვე წლებია, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა “ჩამოშლილი სახელმწიფოს” შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს:

“სინამდვილეში, “ჩამოშლილი სახელმწიფოს” ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ – გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს.” – წერს პრემიერი.

magti 5g