LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი სოლიდარობის აქციებზე: ხალხი იღუპება, იბომბება მთელი უკრაინა – აქ, მართავენ კონცერტებს

235
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინ როცა ხალხი ომში იღუპება, ქართული საზოგადოება სამარცხვინო კონცერტებს მართავს.

„დღეს სოლიდარულები ვართ იმასთან დაკავშირებით რაც ხდება უკრაინაში, ხალხი იღუპება და იბომბება მთელი უკრაინა, კიევი. სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს 2008 წლის შემდეგ, როდესაც თბილისში გამოიყვანეს ხალხი და მიშა, მიშა აძახებინეს“. – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მიზეზი რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოსვლასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო, რომელმაც მანამდე თქვა, რომ „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს.“

პრემიერი: უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია

საპროტესტო აქციის შემდეგ გაიმართა უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია-კონცერტი.

ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები