„ბიძინამ პოლიტიკაში შექმნა წარმოსახვითი ედემის ბაღი, სადაც ცოცხალი არსება არ უნდა მოძრაობდეს,“ – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, „ამ პოლიტიკურ ედემის ბაღში მის ირგვლივ მხოლოდ არიან ის ადამიანები, რომლებიც დარგო“.
„ბიძინამ პოლიტიკაში შექმნა წარმოსახვითი ედემის ბაღი, სადაც ცოცხალი არსება არ უნდა მოძრაობდეს. ამ პოლიტიკურ ედემის ბაღში მის ირგვლივ მხოლოდ არიან ის ადამიანები, რომლებიც დარგო, სანამ მოსწონს, მორწყავს, აღარ მოეწონება და ამოთხრის, გადარგავს და სხვას ჩარგავს – ამ ბაღში ადამ და ევას ადგილი არაა,“- ამბობს გია ხუხაშვილი.