LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გინდათ, ეს ომი ხვალვე მოვიგოთ? 300 ათასი კაცი უნდა მოკვდეს“ –  მარგარიტა სიმონიანი

1989
simonianiii

„რაშა თუდეის“ დამფუძნებელი, მარგარიტა სიმონიანი რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში ამჯერად უკრაინაში მიმდინარე ომის ხანგრძლივობას აფასებს. სიმონიანის თქმით, ის, რომ ომი 50 დღეზე მეტხანს გრძელდება, არა უკრაინული არმიის წინააღმდეგობის, არამედ რუსეთის დამზოგველი პოლიტიკის ბრალია.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ომი ნატოს შეიარაღებასთან, ჩვენ ვართ მარტო ყველას წინააღმდეგ, ამიტომ როცა დასვამთ კითხვას, რატომ გრძელდება ომი ამდენს ხანს, გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვებრძვით მონსტრებს, ჩვენი ისტორიის განმავლობაში ასეთი ომი არ ყოფილა. ალბათ, ჩვენი ვალია, მეტად დავეხმაროთ რუსულ არმიას და ჩვენს მთავარსარდალს და ავუხსნათ მას, რომ დამზოგველი პოლიტიკა არ მუშაობს. გინდათ, ეს ომი მოვიგოთ ხვალვე, უნდა მოკვდეს 300 ათასი ადამიანი“  – ამბობს სიმონიანი.

,,გამუდმებით ვიღებ მუქარის შემცველ წერილებს, დაცვაც კი ავიყვანე, მაგრამ არ მეშინია, იმიტომ რომ რემბო ვარ” – მარგარიტა სიმონიანი

მარგარიტა სიმონიანს დაბადების დღეზე პუტინმა გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g