13 ნოემბერს, კონსერვატორიის დიდი სცენა ნოვატორულ მუსიკალურ პროექტს უმასპინძლებს. მე-20 საუკუნის ავტორებთან ერთად შესრულდება თანამედროვე მუსიკა.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები Georgian Pilharmonic Strings ალტისტ გიორგი ცაგარელთან ერთად ელექტრონულ მუსიკასთან კოლაბორაციასაც შესთავაზებენ მსმენელს. სოლისტები: აკაკი დეისაძე, კარმენ ტორანო და გიორგი ცაგარელი.
სპეციალური სტუმარი – KAYAKATA.
აუდიო და ვიდეო დიზაინი – ნიკა მაჩაიძე.
პროგრამაშია იგორ სტრავინსკის, ჯონ ადამსის, გევინ ბრაიერსის, გია ყანჩელის, ნიკა მაჩაიძის / Nikakoi, ნატალია TBA ბერიძის, ალექსანდრე კორძაიას / Kordz, ნათია სართანიას / sTia და ანუშკა ჩხეიძის მუსიკა.
აღსანიშნავია, რომ საღამოზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.