პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ლაივჩართვას ავრცელებს, სადაც ჩვენი ყურადღება ერთ-ერთმა ეპიზოდმა მიიპყრო. ის ბავშვების იმუნიტეტის გაძლიერებაზე საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს და ამბობს:
“ბავშვების იმუნური სისტემა სწავლების პროცესშია, 25 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ვართ და ჩვენი ორგანიზმი ფიქრობს, რომ ყველა ვირუსი ისწავლა, მაგრამ ასე არ არის. კარგია, რომ ბავშვები ათამაშოთ ტყლაპოში და სილაში, რადგან ორგანიზმი სწავლობს, როგორ ებრძოლოს ვირუსებს. როცა ბავშვი ჩაკეტილია, დასტერილებულია, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი ვერ სწავლობს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლას. ბავშვი უნდა იყოს სოფელში, ტყლაპოში უნდა იყოს, ხელი დაბანეთ ზოგჯერ, უნდა იკოტრიალოს ბალახში, უნდა იყოს მდინარეში, მოეფეროს ძროხას, კატას, ძაღლს, რაც შეიძლება მეტჯერ, რადგან ორგანიზმმა ისწავლოს სხვა ვირუსები და ბავშვები უფრო მომზადებულები იქნებიან. სანიტაიზერები ასი წლის წინ გაჩნდა, საპნებს ზოგჯერ ახლაც არ ხმარობენ ადამიანები…”