LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა

47
კალიურანდი და გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ, მარინა კალიურანდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარინა კალიურანდმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.

„გიორგი გახარიამ მარინა კალიურანდს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლად შექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ყურადღება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს,“- ნათქვამია ინფორმაციაში

შეგახსენებთ, რომ  პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები