LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „ექიმობა დედაჩემის დიაგნოზის გამო გადავწყვიტე… მისმა გარდაცვალებამ ხუთწლიანი დეპრესია დამიტოვა…“

2581
gogoberidze2021

ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც პანდემიის პირობებში პოპულარული თავისი ჩაწერილი ვიდეოებით გახდა, ონკოლოგიის რეზიდენტი გახლავთ, არის ლექტორი და ექიმობა პროფესიად დედის გამო აირჩია.

ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკესთან“ ვრცლად საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ქედაში, სოფელ მახუნცეთში ვიზრდებოდი. სკოლა ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც დედაჩემს სისხლის სიმსივნე დაუდგინდა – ხოჩკინის ლიმფომა. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. ექიმთან კონსულტაციების საშუალებაც არ იყო. მაშინ გადავწყვუტე, რომ დედაჩემის დასახმარებლად ექიმი გავმხდარიყავი“.

როგორც გიორგი ინტერვიუში ჰყვება, ექიმი კი გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, დედა მის ექიმობას ვეღარ მოესწრო.

მას დედის გარდაცვალებამ მოუშუშებელი იარა დაუტოვა, რომელიც მრავალწლიანი დეპრესიით გამოიხატა:

„სამწუხაროდ, დედაჩემმა მხოლოდ ის ნახა, რომ სამედიცინოზე ჩავაბარე და პირველი კურსი წარმატებით დავხურე. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ფაქტობრივად, ცხოვრება გაჩერდა და ყველანაირი მოტივაცია დამეკარგა. ის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა აღარ მქონდა. ამის შემდეგ მქონდა დეპრესიის 4-5–წლიანი ეპიზოდი… ეს დღემდე გამომყვა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია…“

როგორც გიორგი დასძენს, მას დღე-ღამეში მხოლოდ ორ საათს სძინავს და მისი დღე დილის ოთხ საათზე იწყება, დღეში კი 400 ადამიანს მაინც პასუხობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები