მსახიობი გიორგი გურგულია საუბრობს ამბავზე, როდესაც ის მაგიური რიტუალის მონაწილე გახდა და ამის გამო ოჯახი დაენგრა:
„ერთმა გოგომ, ხუმრობით, ჩემი მეგობრის მეუღლემ, რაღაც რიტუალი ჩაატარა. გვეცინებოდა მე და ჩემს მეგობარს, მაგრამ ამას მოჰყვა რაღაცები. მოჰყვა ამას ურთიერთობა, დამენგრა ოჯახი, წავედი მონასტერში. დიდი ხანი მომიწია და წლები დამჭირდა, რომ რაღაცები გადამელახა ჩემს თავში. ხალხს მინდა ვთხოვო, რომ ერთმანეთს ბოროტებას და ჯადოს ნუ გაუკეთებენ, ერთმანეთს სიყვარულის ძალით შეაყვარონ თავი…“