LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

131
Untitled design (1)

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ის ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

როგორც მან განაცხადა, კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს შეთანხმების მეორე ნახევარიც და ნიკა მელია  უკანონო პატიმრობიდან სასწრაფოდ გათავისუფლდეს:

“პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელიამ სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა. მემგონი, ყველასთვის ნათელია, ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ.” – განაცხადა რურუამ.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა, როგორც მან აღნიშნა, შეასრულა სიტყვა, ხელი მოაწერა შეწყალების აქტს და მიელსამება შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g