LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სააკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან: „ჩემი ძმა იმყოფება პუტინის ტყვეობაში.. მე, როგორც ოჯახის წევრი, ვიქნები ყველგან, სადაც ჩემი ძმის მხარდაჭერა იქნება“

138
Untitled design (4)

„ვხედავთ, რომ ჩემი ძმა იმყოფება პუტინის ტყვეობაში, მაგრამ როდესაც გიყურებთ თქვენ, მაქვს გრძნობ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“, – ასე მიმართა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებს.

„მიშას სიცოცხლისთვის“ – ამ წუთებში სოლიდარობის აქცია რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, მშვიდობის ხიდზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში იმართება

გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ის იქნება ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა იქნება:

„როგორც მოგეხსენებათ, ეს სოლიდარობის აქციაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტარდება მსგავსი აქცია ერთი მოთხოვნით – შევაწუხოთ საქართველოს ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის უფლება მივცეთ. მე, როგორც ოჯახის წევრი, ვიქნები ყველგან, სადაც ჩემი ძმის მხარდაჭერა იქნება.

მივესალმები თითოეულ ადამიანს, რომელიც მხარდაჭერას გამოხატავს. მე მოვედი აქ და აუცილებლად მივალ სხვაგანაც, ჩემთვის მთავარია მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ თითოეული ადამიანისგან“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართა მშვიდობის ხიდსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან.

ასევე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g