LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მას

138
გიორგი ვაშაძე

„მიხეილ სააკაშვილის№18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, თუ იუსტიციის სამინისტრო ამ კადრებს სტრასბურგის სასამართლოს მიაწვდის, ძალიან დიდი პრობლემა იქნება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კადრები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა, მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

„უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მისი ციხეში გადაყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება.

საერთოდ, საზოგადოებას მინდა მივმართო, მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ, არ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და არ შეიძლება ერთმანეთს ანგარიში არ გავუწიოთ. გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი საქართველო და თანაცხოვრება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ გადავლახოთ ეს დაუსრულებელი კრიზისი, რაც გვაქვს პოლიტიკური თვალსაზრისით,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ვაშაძის შეფასებით,  ძალიან მარტივია ახსნა და განმარტება. მისი თქმით, სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმე მიიღო საგამონაკლისო წესით და მუდმივ მონიტორინგზე აიყვანა.

ხოშტარია: წარმოუდგენელი კადრებია, ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა

„ასევე, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია ჯერ თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ და სწორედ ამიტომ მოსთხოვა იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. დღეს რა კადრებიც გავრცელდა, ამას თუ მიაწვდიან, მე ვფიქრობ დიდი პრობლემა იქნება,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს

 

mazda magti 5g