LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე უკრაინაში ვიზიტზე: ოპოზიციას და პოზიციას არ გამოგვდის ტელევიზიით ლაპარაკი, მედიატორი გვჭირდება ევროპიდან და ამერიკიდან და ქვეყნებს შორის ტელევიზიით ლაპარაკი შეიძლება?

68
E56A53C0-1D0B-4C9C-907F-12B2CC82E0DD_w1080_h608

დღეს, პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მსჯელობის საგანი უკრაინაში ვიზიტის გამართვა იყო.

ამასთან, დღესვე პლენარული სხდომა პარლამენტში პოლიტიკური დებატებით გაიხსნა. უკრაინაში ვიზიტი და ევროკავშირის კითხვარი ის მთავარი თემებია, რაზეც დეპუტატები საუბრობდნენ.

დღის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

როგორც ვაშაძემ “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, დელეგაციის წევრი თავადაც იქნება და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ადგილზე გამოუცხადებს.

„პირველ რიგში მივესალმები, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამ შემთხვევაში უკან დაიხია და მისი პირველადი არასწორი პოზიცია შეცვალა.

და იქნება არა მხოლოდ ოპოზიციის ვიზიტი, არამედ იქნება საერთო საპარლამენტო ვიზიტი, რაც ნიშნავს სახელმწიფო დონეზე ვიზიტს.

ვფიქრობ, რომ იმ უმძიმეს პროცესში, რა პროცესშიც ჩვენ ვართ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მათ შორის იმის ფონზე, რა ანტი-უკრაინული განცხადებებიც გაკეთდა “ქართული ოცნების” მხრიდან…ჩვენ ურთიერთობა გვაქვს დასალაგებელი.

მე გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენ არ შეიძლება სიტყვებზე გამოვეკიდოთ ომში მყოფ ქვეყანას ან არ დავინახოთ ის შეცდომები, რაც დაშვებული იქნა განსაკუთრებით პირველადი განცხადებების დროს. ამ ურთიერთობას უნდა დალაგება, ამ ურთიერთობას უნდა ზრუნვა. ჩვენ უნდა დავუდგეთ გვერდში უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში.

ბუჩაში ვიზიტი რა არის? უნდა ჩავთვალოთ, რომ დიდ პანაშვიდზე მივდივართ, იმდენად დიდი ტრაგედიაა.

ბუჩაში წავა ყველა პარტიის თითო წარმომადგენელი, ამ კვირის ბოლოს, ყველაზე გვიან იმ კვირის დასაწყისში უნდა შედგეს ეს ვიზიტი იმიტომ, რომ დიდხანს გაწელვა არ შეიძლება.

ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია უკრაინის რადას წევრი, ალბათ ვისთანაც შეხვედრა გვექნება.

ყველას უნდა შევხვდეთ და მეგობრულად ვესაუბროთ და უნდა ვაჩვენოთ ის თანადგომა, რომელიც ქართველი ხალხის მხრიდან არის.

ჩვენ დავინახეთ ათობით ათასი ადამიანი უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე იყო მოსული.თუნდაც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით ვხედავთ, რომ ის 400 ტონა დახმარება არის კერძო პირების და კერძო ადამიანების. ფაქტობრივად, საქართველოში ოჯახი არ არის ვინც არ ჩაერთო ამ პროცესში. მეც ჩემს ოჯახში მყავს უკრაინიდან დევნილები.

დავით სერგეენკოზე და არჩილ თალაკვაძეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი იქნებიან წარმოდგენილი მმართველი გუნდიდან.

მოვისმინეთ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებისგან მოწოდებები, რომ სასურველია დელეგაციას შალვა პაპუაშვილმა უხელმძღვანელოს.

თქვენი შეფასებით, ვინ უნდა უხელმძღვანელებს დელეგაციას, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

თუ იმაზე ვსაუბრობთ რა მენდომებოდა გულწრფელად, თუ ეს იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე უკეთესი იქნებოდა და გაცილებით სწრაფად შევძლებდით ამ დიდი გაუგებრობების და ურთიერთობის პროცესის დალაგებას.

თქვენთანაც შემიძლია საჯაროდ ვთქვა, რომ მე პირადად ბევრს ვიცნობ, 2014 წლიდან, ფაქტობრივად, ნახევრად უკრაინაში ვიყავი და მეც შემიძლია ამაში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ამაზე ნუღარ გავამახვილებთ ყურადღებას…

“ქართული ოცნების” მხრიდან უკან დახევა იყო, მოდით დავაფასოთ ეს, მივიღოთ როგორც სწორი ნაბიჯი და ამ ნაბიჯიდან შევეცადოთ, რომ შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ.

ეს დიდი ომია, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ 2-3 დღეში უკრაინაში კიდევ გაათმაგებული აგრესიის მოლოდინია ახლა, კიდევ მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება რუსულ აგრესიას.

გაცილებით დიდი ამოცანები გვაქვს, ვიდრე ერთმანეთს შევეჯიბროთ, სიტყვაში ჩავუჯდეთ.

ალბათ, მეც ვიქნები ამ დელეგაციაში სავარაუდოდ და მეც ჩემი მხრივ შევეცდები ამ ურთიერთობის განმუხტვას.

თუ არ ვესაუბრეთ ერთმანეთს და ტელევიზიით ვეკონტაქტეთ არაფერი გამოვა.

ქვეყნის შიგნით ოპოზიციას და პოზიციას არ გამოგვდის ტელევიზიით ლაპარაკი ხომ ხედავთ, მედიატორი გვჭირდება ევროპიდან და ამერიკიდან, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ.

ქვეყნებს შორის, სახელმწიფოებს შორის ტელევიზიით ლაპარაკი შეიძლება?

ჩვენს მეზობლებს აქვთ გასაჭირი. აი მე მაგალითად ასე რომ ვთქვა, რომ პანაშვიდზე არ მოვალ, იმიტომ რომ არ მომესალმე.

ეს ხომ სირცხვილია? ახლა ისტორია იწერება. იმ ფილმებს, რასაც ჩვენ მეორე მსოფლიო ომზე ვუყურებთ ასეთი ფილმი ათასი და ათი-ათასი იქნება კიდე ხვალ და ზეგ იმ რეალურ ისტორიაზე, რისი თანამონაწილეც ვართ ჩვენ და მე არ მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა წიგნები წაიკითხონ და ფილმები ნახონ, სადაც საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოზიციაზე შეიძლება ხინჯად დარჩეს მთელ ამ ისტორიაში.

მინდა გკითხოთ კითხვარის მიმართულებთაც, უკვე გადაეცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი.

რამდენად ექნება ოპოზიციას შესაძლებლობა, რომ თავად ჩაერთოს კითხვარის შევსებაში?

საინტერესოა რა გვმართებს იმისთვის, რომ პარტნიორების დადებითი შეფასებები მივიღოთ?

როგორც ამბობენ, ივნისში იქნება გადაწყვეტილება მიღებული…

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დადებითი იყოს ეს გადაწყვეტილება?

აქ ორი რაღაცაა, პირველია არის კითხვარი და მეორე არის ქმედითი ნაბიჯები.

არ გამოუვა საქართველოს მოტყუება, რომ სამართლიანი სასამართლო აქვს.

ევროპაშიც და ამერიკაშიც ყველამ იცის, რომ არ არის საქართველოში სამართლიანი სასამართლო. გამოსასწორებელია ეს საკითხი, აუცილებელია რეფორმები.

ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

ევროკავშირის ბაზარი მსოფლიოში ნომერ პირველია. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას? სამწუხაროდ არა.

ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი არის მაინც რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი. ამას მუშაობა უნდა, სისტემური რეფორმები უნდა.

კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ფორმალურად კი არა. ისე საუბრობს ყველა ამ კითხვარზე გეგონებათ გვეკითხებიან რა გქვია, რა გვარი ხარ ან დაბადების თარიღს.

ამაზე არ არის საუბარი. საუბარია სისტემური დემოკრატიული ევროპული რეფორმები არის თუ არა დღეს გატარებული და თუ არ არის რამდენ ხანში იქნება.

გარდა იმისა, რომ კითხვარი შეივსოს მე, მაგალითად, ქართული ოცნების ადგილზე, რასაც ვიზამდი ესაა: მინიმუმ 100 კანონპროექტს დავარეგისტრირებდი პარლამენტში, რომელიც იქნებოდა სწორედ ევროპული რეფორმების მთავარი ფუნდამენტი და ქვაკუთხედი.

ევროპამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, დიდი გამონაკლისი დაუშვა, უკრაინაში ომის გამო და დაუშვა იმის გამო, რომ 30 წელია საქართველო დამოუკიდებლობის შემდგომ ევროინტეგრაციისთვის.

არ დაგვიკარგეს ეს, მადლობა უნდა ვუთხრათ, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული.

დაჩქარებული გაწევრიანება დაჩქარებული რეფორმების საპასუხოდ – ეს არის პირდაპირი გზავნილი, რასაც ჩვენი ევროპელი მეგობრები გვეუბნებიან და კიდევ ერთხელ მათ მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა ქართული მხარის მხრიდან ასე სწრაფად გამოგვიგზავნეს კითხვარი,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები