LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უნიჭოც და წარუმატებელიც“ – იანუშ კორჩაკი

3356
ianush-korchaki

ცნობილი პოლონელი პედაგოგი იანუშ კორჩაკი პედაგოგიური მოღვაწეობით მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ცნობილი პედიატრი და საზოგადო მოღვაწე 1942 წელს გარდაიცვალა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ბავშვების განვითარებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საქმეში.  დღეს მსოფლიოში ბესტსელერად არის ქცეული იანუშ კორჩაკის წიგნი, „როგორ გვიყვარდეს ბავშვი“.

„ფორტუნამ“ შეარჩია 5 საუკეთესო ფრაზები მისი გამონათქვამებიდან:

ყველაზე დიდი შეცდომაა გეგონოს, რომ პედაგოგიკა არის მეცნიერება ბავშვებზე და არა ადამიანებზე.

ნუ დაელოდები შენი შვილი გახდეს ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე მას გახდეს ისეთი, როგორიც მას უნდა.

ნუ სთხოვ ბავშვებს სამაგიეროს იმაზე, რაც გაუკეთე. შენ მიეცი მას სიცოცხლე, ამას როგორ გადაგიხდის? ის აჩუქებს სიცოცხლეს სხვას, ის სხვა კიდევ სხვას და ესაა მადლიერების კანონი.

გახსოვდეს, თუ ბავშვისთვის ყველაფერი, რაც შეგეძლო უკვე გააკეთე, ყველაფერი გაგიკეთებია.

გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უნიჭოც და წარუმატებელიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები