LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, აშშ საქართველოს კოვიდვაქცინას გამოუყოფს: ჯინ შაჰინი

87
Untitled design (2)

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ მზად არის საქართველოს კოვიდვაქცინები გაუზიაროს.

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯიმ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები.” – თქვა შაჰინმა.

შეგახსენებთ, აშშ კოვიდვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას გადაუნაწილებს.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე და ამ პროცესს არ დაუკავშირებს პოლიტიკურ კონტექსტსს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ეცოდინებათ, თუ რა გეგმით, რა კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდება ვაქცინები.

აშშ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, რომელ ქვეყნებს გაუნაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას: ბლინკენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g