გლდანის რაიონში გაზი ავარიულად გაითიშა და გაზმომარაგების გარეშე 17 000 აბონენტი დარჩა. ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

“მიზეზი შპს გონია, რომელმაც მიწის სამუშაოების დროს, თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი დააზიანა.  ავარიის გამო გაზის გარეშე 17 000 აბონენტი დარჩა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ თბილისი ენერჯის სპეციალისტები რომ გაზის მიწოდება სწრაფად აღდგეს”, – წერია გავრცელებულ ინფორაციაში.

 

მსგავსი თემები