LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალური ინიციატივა ახალგაზრდა ლიდერებისთვის – დღეიდან LEADx სტარტს იღებს

181
61308431_324535224907514_2614763728888922112_n

LEADx Change არის გლობალური ინიციატივა ახალგაზრდა ლიდერებისთვის შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნებიდან, რომლებიც საქმიანობენ საჯარო, კერძო, სამოქალაქო, მედია და აკადემიურ სფეროებში. LEADx სტარტს 2019 წლის 1 ივლისს აიღებს და 6 ივლისამდე გასტანს. პროგრამა ჩატარდება თბილისში, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა).

LEADx Change -ს ორგანიზებას უწევს ტაფტის ფლეტჩერის სამართლის და დიპლომატიის სკოლა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

პროგრამის მთავარი თემებია:  ლიდერობა და მოლაპარაკებები; დემოკრატიული მმართველობა და თანამედროვე ტექნოლოგიები; საერთაშორისო უსაფრთხოება და კრიზისების მართვა.

მასტერკლასებს უძღვებიან ტაფტის ფლეტჩერის სკოლის, ჰარვარდის კენედის სკოლის, ატლანტიკური საბჭოს, Cisco-ს და სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების ლიდერები, ექსპერტები და პროფესორები. LEADx დასრულდება კრიზისული სიტუაციის 24 საათიანი მასშტაბური სიმულაციით. სიმულაციის სცენარზე  იმუშავეს ტაფტის ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ექსპერტებმა.

LEADx-ში მონაწილეობას მიიღებს 40 მონაწილე საქართველოდან და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, ხოლო SIMULEX-ში,  ჩაერთვება 100 მონაწილე ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. LEADx-ში მონაწილე კონკურსანტების შერჩევა მოხდა პროგრამის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (https://leadxglobal.com/) გამოგზავნილი განაცხადების მეშვეობით. შერჩეულ მონაწილეებს საქართველოს რეგიონებიდან ორგანიზატორები სრულად უფინანსებენ პროგრამის, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს.

დამატებით, პირველ ივლისს, 19:30 სთ-ზე ტექნოპარკში, LEADx-ის ფარგლებში გაიმართება – Night Owl Session თემაზე – „როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიებს დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა“ (Temocracy – How Can AI and Tech Enable Democracy). ივენთის სპეციალური მოწვეული სტუმრები იქნებიან ლიდერები წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები