LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა! მან გადამარჩინა სიკვდილს, გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით იყავით – უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

6289
11

18 მარტს, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი – გია ბერიაშვილის და დავით რატიანი დაიღუპა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს: საგარეო უწყება

ქართველი მებრძოლების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი, ალექსეი ბობრონიკოვი ავრცელებს და ქართველი მეგობრების შესახებ ჰყვება:

“მათ შესახებ ინფორმაცია მედიაში უკვე გავრცელდა, ასე რომ, შემიძლია ვისაუბრო.

ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ჩვენი ოცეულის სადაზვერვო ბრძოლაში. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა სიკვდილს და სიკვდილამდე დათომ რამდენიმე ოკუპანტიც წაიყვანა. დათო გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა.

ფრანგ ჯარისკაცს, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული, ის პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. აფეთქების შედეგად დათო ადგილზე დაიღუპა. დათო ძლიერი, მშვიდი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი იყო.

დათო რატიანი მესტიელი სვანია, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და აფხაზეთის ომის შემდეგ, კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა.

ახლა მის შესახებ მშრალად ვწერ. დათოზე ალბათ კიდევ დავწერ – კაცზე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც ჩვენი გაცნობიდან ფრონტზე ერთობლივ გასვლამდე იყო – სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დემარკაციის ხაზიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე.

რატიანი…

დღეს ყოველ წამს მინდა შენი ხმა გავიგონო: “ალექს, მანქანა გაასუფთავე?” “ალექს, დაღუპულ ქალზე, შვიდი შვილის დედაზე წერენ, წაიკითხე?” “ალექს, რაიმე სიახლეა?”.

დათო ბოლო ბრძოლაში გუშინ დილით, დილის ხუთ საათზე წავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით. დათო. გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით იყავით, გმადლობთ, რომ იყავით”, – წერს ალექსეი ბობრონიკოვი.

„იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…“

 

magti 5g