LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს, ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახდოს

61
რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის ” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაიწყო პანდემიის მეხუთე ტალღა, რომელიც მისი თქმით, უფრო მძიმე იქნება და უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება.

გოცირიძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს, ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდოს:

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს შესწირა:

“დაიწყო პანდემიის მეხუთე ტალღა და იგი როგორც ჩანს, იმაზე მძიმე იქნება და მოჰყვება იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე იყო წინა შემთხვევებში.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს, ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახდოს, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია დაწესებული ( საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და ა. შ). აქამდე ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ანგარიშს უწევს ანტივაქსერ ამომრჩევლებს.

აგერ, ლატვიაში, აუცრელ მოქალაქეს სუპერმარკეტში არ უშვებენ, ჩვენთან კი მთავრობამ წინასაარჩევნოდ პირბადის ტარებაზე დაწესებული ჯარიმებიც კი ჩამოწერა.

საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს შესწირა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე.” – წერს გოცირიძე “ფეისბუქში”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები