LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე თადუმაძის რეალურ კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება [ვიდეო]

155
qgqg

ყველას, მთელ თქვენ ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში,”- ასე მიმართა რომან გოცირიძემ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის და ასევე, მოქმედი მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის ჯგუფელებს. ამ ფორმით გოცირიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ხელისუფლების ოპონენტებს გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობა არ სჯერათ.

“მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს, მე მეგონა იქნებოდა ჯგუფში ერთი 20 კაცი, მაგრამ თქვენ თქვით რამდენიმე ათეული, ასი. ალბათ მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება, მაგრამ მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენ ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, მე მექნება ხელში თქვენი დიპლომი და ვინც ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში,”- განაცხადა გოცირიძემ

ოპოზიციონერი დეპუტატის შეთავაზებას თადუმაძემ ასევ უპასუხა: “დავაორგანიზებ, ბატონო რომან, აუცილებლად.”

დიპლომის სკანდალი გრძელდება: თადუმაძე კურსელებს და ლექტორებს არ ასახელებს [ვიდეო]

"3-ის კი არა, 10-ის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ მათთვის არ მიკითხავს, შემეძლო თუ არა პარლამენტის ტრიბუნიდან დამესახელებინა მათი სახელი და გვარი"

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც ამავე დროსმთავარი პროკურორია, პარლამენტში მოსმენისას ინსტიტუტის ლექტორები და კურსელები არ ჩამოთვალა. თადუმაძეს 3 კურსელის ან ლექტორის დასახელება ევროპული საქართველო დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მოსთხოვა თადუმაძე კი ამბობს, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაასახელებს, რადგან ამ ადამიანებისგან ნებართვა არ აქვს აღებული.

მთავარი თემა, რითიც დღეს თადუმაძის მოსმენა დაიწყო, სწორედ მისი დიპლომის საკითხს ეხებოდა. თადუმაძემ დღეს დაადასტურა, რომ ინსტიტუტი, რომელშიც დიპლომის მიხედვით 93 წელს უნდა ჩაებარებინა, ამ დროს მართლაც არ არსებობდა. მისი განმარტებით, ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენა იმას უკავშირდება, რომ მან სასწავლებელი ექსტერნად დაასრულა.

 

 

ფოტო:ipn

პოპულალურები