LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: არ არსებობს 2 რუსეთი – არსებობს ერთი რუსეთი, რომელიც დამპყრობელია, რომელიც 2008 წელს კიდევ ერთხელ შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ტერიტორიები წაგვართვა

102
გოგა ჩანადირი აგვისტოს ომზე

„არ არსებობს 2 რუსეთი – არსებობს ერთი რუსეთი, რომელიც დამპყრობელია, რომელიც 2008 წელს კიდევ ერთხელ შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ტერიტორიები წაგვართვა, ხელყო ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ხალხი დაგვიხოცა და უამრავი ადამიანი დევნილად გვიქცია“, – ამ ტექსტით ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავს ეხმაურება.

როგორც ჩანადირი საკუთარ „პოსტში“ აღნიშნავს, რუსეთი არასდროს ყოფილა საიმედო მოკავშირე:

„220 წლის მანძილზე 220-ჯერ მოგვატყუა. ეკონომიკურ ურთიერთობებსაც კი პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად იყენებს. ამიტომ, არ შეიძლება მასზე რამენაირად მიბმა არც ეკონომიკით, მით უფრო, ენერგეტიკით, ექსპორტ-იმპორტით და არც პოლიტიკურად.

რუსეთი ვერასდროს გახდება საიმედო, ვიდრე მას პუტინწამგლეჯი და მისნაირები მართავენ ქვეყანას, ვიდრე მისი ტერიტორიული გაუმაძღრობა არსებობს, ვიდრე ნამდვილი დემოკრატიული და არაკორუფციული სახელმწიფო არ გახდება. რუსეთი არის დამპყრობელი. არ არსებობს 2 რუსეთი.“– წერს გოგა ჩანადირი.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები